თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ ვაშინგტონს ფეთულა გიულენის დროებით დაკავების მოთხოვნით მიმართა. როგორც თურქული მხარე განმარტავს, სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებული გიულენის დაკავებით საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დაირღვევა, რადგანაც მსგავსი პრეცედენტები საერთაშორისო საპოლიციო პრაქტიკით დაშვებულია. ეჭვმიტანილის დოებით დაკავება ექსტრადიციის მოთხოვნის გაკეთებამდე ხორციელდება.