სომხეთის პრემიერ-მინისტრად “გაზპრომის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი, კარენ კარაპეტიანი დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი უკვე მოაწერა.
კარენ კარაპეტიანი 2001-2010 წლებში “გაზპრომ-არმენიას” გენერალური დირექტორი იყო. 2011 წლის დეკემბერში კი “გაზპრომბანკის” პირველი ვიცეპრეზიდენტი გახდა. 2012 წლის ნოენბრიდან ის კომპანია “გაზპრომ მეჟრეგიონგაზის” გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2015 წელს კი “გაზპრომ ენერგოჰოლდინგში” ასევე გენერალური დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლა. ამასთან, 2010 წლის დეკემბერიდან 2011 წლის ოქტომბრამდე კარაპეტიანი ერევნის მერის თანამდებობას იკავებდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა თანამდებობა 8 სექტემბერს დატოვა.