ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია იწყება. საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას 193 ქვეყნის დელეგაცია იღებს. სესიაზე საერთაშორისო უსაფრთხოების, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის, პალესტინის სტატუსის, ავღანეთის, კვიპროსისა და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. დღის წესრიგში ასევე ნარკოვაჭრობასა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი დგას. 19 სექტემბერს კი გაეროს გენერალური ასამბლეა მიგრანტთა კრიზისზე რეაგირების მექანიზმებს განიხილავს. ქართულ მხარეს ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმოადგენს.