იტალიის ქალაქ ამატრიჩეს მერია ფრანგულ სატირულ გამოცემა „შარლი ებდოს“ სასამართლოში უჩივის. საქმე გაზეთის მიერ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხება, სადავ საზარელი ტრაგედია კარიკატურებითაა გადმოცემული.
სტიქიის შედეგად დაღპულები კარიკატურულ ილუსტრაციებში იტალიური სამზარეულოს კერძების სახიათაა გამოსახული და ასახულია ფენოვანი კერძი. ქალაქის მერია ფრანგულ გამოცემას დაღუპულთა ხსოვნის უპატივცემულობაში ადანაშაულებს.