დროებითი ზავი სირიაში შესაძლოა კონფლიქტის შეწყვეტის ბოლო შანსი იყოს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ჯონ ქერის თქმით, ზავის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ სირიაში ძალადობამ იკლო, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ეფექტურობაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა.
„რა თქმა უნდა, სამშვიდობო შეთანხმება პერიოდულად დაირღვევა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მთავარია, მთლიანობაში ზავის რეჟიმმა იმუშაოს, რადგანაც ეს ერთიან სირიაში მშვიდობის მიღწევის ბოლო შანსია,“-აღნიშნა ჯონ ქერიმ.
ცეცხლის შეწვეტის რეჟიმი სირიაში გუშინ საღამოს ამოქმედდა.