თურქეთში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ქალაქ ვანში მომხდარი აფეთქების შედეგად 48 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ტერაქტი ვანში დღეს შუადღისას განხორციელდა. დანაღმული ავტომანქანა მმართველი პარტიის ოფისთან აფეთქდა.