„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის პრეზენტაცია შესაძლოა, 8 სექტემბრამდე გამართოს.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროპორციული სიის წარდგენის იურიდიული ვადა 8 სექტემბერს იწურება, თუმაცა, „არ არის გამორიცხული, რომ მანამდე გავმართოთ სიის ძირითადი ნაწილის პრეზენტაცია“.