აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის 2015-2016 წლების სამუშაოპროგრამის ფარგლებში, აჭარის ონკოლოგიური ცენტრის ორი მედიკოსი დარგობრივი ტრენინგ-კურსის გასავლელად პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ტექნიკოსი გურამ შენგელია და ფიზიკოსი რევაზ თურმანიძე ტრენინგ-კურსს მარია სლკადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტეში გადიან. მედიკოსები სილეზიაში 16 აგვისტოს გაემგზავრნენ და სამშობლოში 29 აგვიტოს დაბრუნდებიან.
მიმდინარე წლის ივლისში მარია სლკადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრში გადამზადების კურსი აჭარის ონკოლოგიის ცენტრის კიდევ სამმა მედიკოსმა გაიარა.
აღნიშნული პროექტების განხორციელების საკითხზე შეთანხმება სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან 2016 წლის აპრილში აჭარის ჯანდაცვისმინისტრის ნუგზარ სურმანიძის ვიზიტის დროს შედგა.
აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წლისზაფხულში, კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ქ-ნი ოლა გიბელისა და მისიმეუღლის ვიზიტი ქ. ბათუმში.
სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წლის აგვისტოს თვეშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგიდა ექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“იმყოფებოდნენ. გადამზადების 2-კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა.
2011–2013 წლებში პოლონეთში სილეზიის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარაშვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ.
2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი.
2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი.