ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინისთვის 2027 წელს დამატებით 9,2 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს. ამდენივე თანხა ნორვეგიამ უკრაინისთვის 20216 წლისთვისაც გამოყო
ამის შესახებ Reuters იუწყება.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე და ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები კვირას კიევში იმყოფებიან, რათა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურონ.
როგორც სტიორემ განაცხადა, მისი გამოსვლის ტექსტი ოსლოს მთავრობამ გამოაქვეყნა, ნორვეგიის დახმარება როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოხმარდება.
„უკრაინის მხარდაჭერა და აღდგენა მხოლოდ დახმარება არ არის. ეს ინვესტიციაა ევროპის საკუთარ უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა სტიორემ.