12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, უკვე იცის იმ FB-მომხმარებლის IP მისამართი, ვინც სოფო ბიბილაშვილს დაუწერა - "დედა, ცოცხალი ვარ".
"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში" - უთხრა კაკაბაძემ "ტვ პირველს"
ცნობისათვის, 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე გუშინ ღამით ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა.
"მოვიდა დრო" [ასევე ითარგმნება, როგორც: "ჩვენ დრომდე", "წამოვიდა დროზე"] - წერია Facebook-ის პოსტზე.
ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია.
მანამდე, სოფო ბიბილაშვილის ერთ-ერთო ვიდეოს ქვეშ კახა გელაშვილის სახელით გახსნილი FB-გვერდიდან დაიწერა - "დედა, ცოცხალი ვარ". გელაშვილის სახელით გახსნილ ამ გვერდს მხოლოდ 1 მეგობარი - გურიკა დადიანიძე ჰყავს ამ დროისთვის, კახა გელაშვილის სახელით გახსნილი ეს გვერდი აღარ იძებნება.