"ალიანსი საქართველოსთვის" სახალხო დამცველს მიმართავს.
საქმე ეხება ბათუმის # მე-3 სასჯელაღსრულების იზოლატორში არსებულ მდგომარეობას, რომლით დაინტერესებასაც "ალიანსი" გიორგი ტუღუშს თხოვს.
"ალიანსი საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სულხან ღლონტის ინფორმაციით, ბათუმის ციხეში ვითარება უმძიმესია, რაც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების ყოველდღიურ ცემასა და მათი უფლებების შელახვაში გამოიხატება.
"ალიანსი საქართველოსთვის" აღნიშნული პრობლემით დაინტერესების წინადადებით ტუღუშის გარდა სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართავენ.