ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში საგაზაფხულო თესვა დაიწყო. სიმინდის პირველი მარცვალი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ჩააგდო. მინისტრი თავად დაჯდა ტრაქტორზე და თესვის გარკვეული სამუშაო შეასრულა. 139 დევნილ ოჯახს სიმინდი 70 ჰექტარ მიწის ფართობზე უფასოდ დაუთესეს.
კომპანია "პიონერისგან" უსასყიდლოდ გადმოცემული 68 000 დოლარის ღირებულების სიმინდის სათესლე მასალას UUSAID-ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში ხორციელდება. სულ, დახმარებას შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში (დევნილთა 13 ჩასახლებაში) 1 900 ოჯახი მიიღებს. ამ აქციის ფარგლებში "მექანიზაციის პროექტი" დევნილებს სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს უფასოდ ჩაუტარებს.
"ამერიკის მთავრობის დახმარებით 451 ჰექტარი მიწის ფართობი დაითესება. მიღებული მოსავალი მთლიანად დევნილების იქნება. ეს თესლი ისეთია, რომ ერთ ჰექატარზე 2-3-ჯერ მეტი მოსავალი მოდის, ვიდრე სხვა შემთხვევაში. რაც მთავარია, დევნილები სხვის დახმარებაზე არ იქნებიან დამოკიდებულნი. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ადამიანებში დამოუკიდებლობის ხარიხსი უფრო მაღალი უნდა იყოს. რაც შეეხება მიწებს, საქართველოს მთავრობის საჩუქარია", _ განაცხადა კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების შედეგად ისინი სახელმწიფოზე ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულნი.
ღონიეძიებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, USAID-ის წარმომადგენელი დავით წიკლაური, "მექნიზაციის პროექტის" დირექტორი მარიკა კასრაძე და მენეჯერი შალვა ფიფია დაესწრებიან.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ `მექანიზაციის პროექტს~ ამერიკული ორგანიზაცია ჩNFA "ფერმერი-ფერმერს" პროგრამის მეშვეობით ახორციელებს. პროექტი კომერციულად მდგრადი, ბაზარზე ორიენტირებული 25-30 აგროტექნიკური სერვის ცენტრის შექმნას გეგმავს, რომელიც 14 ათას მცირე ფერმერს მოემსახურება.