თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაში დღეს სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი"'გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ჯიარდისი"-დან აცნობეს, გახსნის ცერემონიას სს "თბილისი ცენტრალის" დამფუძნებელი კომპანიების - "ჯიარდისისა" და "ჯი-ემ-სი ჰოლდინგი"- ს მენეჯმენტი; კომპანიის აქციონერების IFC -სა და EBRD-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტი "თბილისი ცენტრალი" 47 216 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს.
ცენტრში განთავსებულია საცალო ვაჭრობის, გასართობი და სოციალური აქტივობის სხვადასხვა ობიექტი - ქალის, მამაკაცის, ახალგაზრდებისა და ბავშვების ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიები; 24 საათიანი სუპერმარკეტი; "ელექტრონიკის სამყარო"; "ბავშვთა სამყარო"; ოქროს სამყარო; თბილისში პირველი ბოულინგის ცენტრი; ფუდკორტი, სადაც წარმოდგენილია სავადასხვა ქვეყნების სამზარეულოები; ბანკი, ტურისტული სააგენტო, GშM ოპერატორები და ოფისები.
ცენტრალური რკინიგზის ვაგზლის შენობა სს "თბილისი ცენტრალს" 49-წლიანი იჯარით 2006 წელს გადაეცა.
პროექტის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს 30 მლნ აშშ დოლარი დასჭრდა. აქედან 17 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრძელვადიანი სესხია; ხოლო დარჩენი თანხა - "ჯიარდისისა" და "ჯიემსი ჰოლდინგის" აქციონერთა კაპიტალი.