იულია ტიმოშენკოს ბლოკის ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების სათავეში ცხოვრების ბოლომდე იქნება. განცხადება ამის შესახებ იულია ტიმოშენკომ გაზეთ "ლევი ბერეგთან" საუბარში გააკეთა.
მისივე თქმით, "მან (იანუკოვიჩმა) ადვილად შეძლო კონტროლი დაემყარებინა ტელევიზიაზე, რადიოსადგურებზე, სასამართლო სისტემაზე და რაც მთავარია მაჟორიტარულ, უკიდურეს შემთხვევაში კი არჩევნების შერეულ სისტემაზე. მან ეს ადვილად მოახერხა საზოგადოების გულგრილობის გამო", _ აცხადებს იულია ტიმოშენკო.
ამასთან ერთად, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ იანუკოვიჩი ასევე არ იქნება წინააღმდეგი "გაანადგუროს რეალური ოპოზიცია და გაზარდოს თავისი ხელდასხმული ოპოზიციონერების რაოდენობა, რომელიც მხოლოდ ბატონის "ხელის აქნევაზე" იმუშავებს.
"იანუკოვიჩის გეგმა უკვე მოქმედებაშია. მისი პირველი პუნქტი მან უკვე შეასრულა, მეორე ნაწილობრივ. ტელეარხებთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი "მოგვარებულია" ამაზე თავად ჟურნალისტებმა გააკეთეს განცხადება და ამის გამო, ვფიქრობ, რამდენიმე ხანში მათ სამსახურს დაატოვებინებენ", _ აცხადებს იულია ტიმოშენკო და დასძენს, რომ "დიახ, არსებობს ტელეშოუები, სადაც პოლიტიკოსები ნახევრად ნორმალურები გამოჰყავთ, თან ისე, რომ ქვეყანას შერცხვეს მათ გამო. მაგრამ მთავარი მაინც საინფორმაციო გამოშვებებია, სადაც მანიპულირების ტექნოლოგიებმა სრულყოფილებას მიაღწიეს".