ფრიდრიხ მერცი, რომელიც კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერია, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოვიდა.
ფრიდრიხ მერცმა მოუწოდა მთავრობის სწრაფი ფორმირებისკენ.
„მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, მალე ჩამოყალიბდეს მთავრობა. გარე სამყარო არ გველოდება. მსოფლიოში ყველა ხედავს, რომ გერმანიას ჰყავს სანდო და საიმედო მთავრობა. დღეს ჩვენ ვიზეიმებთ და ხვალიდან ჩვენს სამუშაოს განვაგრძობთ“, – თქვა მერცმა, რომელიც, სავარაუდოდ, გერმანიის კანცლერი გახდება.
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 29 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.