უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, ავსტრალია 2022 წლის შემდეგ სანქციების უდიდეს პაკეტს აწესებს რუსეთთან დაკავშირებული 70 ფიზიკური პირისა და 79 სუბიექტის წინააღმდეგ. ინფორმაცია ავსტრალიის მთავრობის ვებგვერზე ვრცელდება.
„ავსტრალიამ პირველივე დღიდან ცხადყო, რომ რუსეთს და მათ, ვინც ხელს უწყობს მის უკანონო შეჭრას, შედეგები მოჰყვება.
დღეს ავსტრალიის მთავრობამ დააწესა დამატებითი მიზანმიმართული ფინანსური სანქციები და [ქვეყანაში] შესვლა აუკრძალა 70 ფიზიკურ პირს, ხოლო მიზნობრივი ფინანსური სანქციები დაუწესდა 79 სუბიექტს. ეს არის ავსტრალიის ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ“, - აღნიშნულია მთავრობის განცახდებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი სანქციები დაუწესდებათ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის არალეგიტიმურ ადმინისტრაციას აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, „მათ შორის არიან ე.წ. „მინისტრები“, მოსამართლეები და პროკურორები, აგრეთვე პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე და უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაზე“.
ავსტრიის სანქციები ასევე ეხება კერძო პირებსა და სუბიექტებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში, მათ შორის ბრძოლის ველზე ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგებაში.
„რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება არის რუსეთის ომის სახიფათო გაფართოება, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, ავსტრალიამ საერთო ჯაში 1400-ზე მეტი სანქცია დააწესა.