უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) ლიდერს ფრიდრიხ მერცს გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) ლიდერს ფრიდრიხ მერცს გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მილოცვაში ზელენსკიმ აღნიშნა "ამომრჩეველთა მკაფიო ხმა", რაც მნიშვნელოვანია ევროპისთვის.
„ვულოცავ „ქრისტიან-დემოკრატიულ/ქრისტიან-სოციალურ კავშირს და ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებას. ეს არის მკაფიო ხმა ამომრჩევლებისგან და ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ევროპისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით გერმანიასთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას სიცოცხლის დასაცავად და უკრაინაში ნამდვილი მშვიდობის დასამყარებლად, ასევე ევროპის განსამტკიცებლად.
ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ინდუსტრიების განვითარება და საჭირო შედეგების მიღწევა.ევროპას სჭირდება საერთო წარმატებები, წარმატებები კი ევროპას კიდევ უფრო მეტ ერთიანობას მოუტანს“, დაწერა ზელ;ენსკიმ Х-ზე.