ლიტვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. გრიგოლ ვაშაძე ლიტველმა კოლეგა აუდრონიუს აჟუბალისმაც მიიღო.
შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის კომისიის დამფუძნებელი დოკუმენტი გააფორმეს, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს.