თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა სპეციალური „საინფორმაციო გაკვეთილი“.პროექტის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესზე“, ცხოველებთან მოპყრობის ჰუმანურ, უსაფრთხო და ცივილიზებულ მეთოდზე, ასევე, მათგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე.
2016 წლის 16 თებერვალს „საინფორმაციო გაკვეთილი“ ჩატარდა ქ.თბილისის 21 საჯარო სკოლაში. აღნიშნული „გაკვეთილი“ პროექტის ფარგლებში პერმანენტულად იქნება წარმოდგენილი დედაქალაქის სხვადასხვა სკოლებში.