დიდ ბრიტანეთში ავიარეისების შესრულება ნაწილობრივ აღდგა.
დილიდან ლონდონის აეროპორტში მუშაობა განახლდა. ფრენები ექვსი საათის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
ავიარეისების კონტროლის სამსახური არ გამორიცხავს, რომ შეზღუდლევბი ლონდონში კვლავ დაწესდეს.
ვულკანური ფერფლის გამო კვლავ დახურულია უელსის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირალინიის აეროპორტების დიდი ნაწილი. ფრენები ამსტერდამისა და როტერდამის მიმართულებითაც შეწყვეტილია.