ადვოკატთა ასოციაცია თბილისის მერ გიგი უგულავას უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს.
ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პროექტ "თბილისის ადვოკატს" უპირისპირდება და პროგრამას უკანონოს უწოდებს.
"იმ პირებს, რომლებიც ასოციაციის წევრები არ არიან, ადვოკატის უფლებამოსილება არ ენიჭებათ. "თბილისის ადვოკატში" მომუშავე იურისტები მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტები არიან", - განაცხადა ხატიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასოციაციის თავმჯდომარემ საკითხის შესასწავლად პროკურატურას სპეციალური საჩივრით უკვე მიმართა.