უკრაინამ შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო სადგური "ეხო მოსკვი" ყოფილი პრემიერზე იულია ტიმოშენკოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტიმოშენკოს მტკიცებით, მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედვი შეხვედრაზე კუნძულ ტუზლას კერჩერსკის სრუტის ბედს გადაწყვეტენ, კერძოდ კი საუბარი ეხება საზღვრების დემარკაციას.
ტიმოშენკოს განცხადებით, ამის გათვალისწინებით უკრაინა ამ კუნძულს დაკარგავს.
ოფიციალური კომენტარი კიევიდან და მოსკოვიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ კეთდება.
შეგახსენებთ, რომ 2000 წლის დასაწყისში აღნიშნულ კუნძულთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის უთანხმოება მოხდა.