საპატრულო პოლიციამ პარლამენტის წინ ადვოკატებს კარვების დადგმის უფლება არ მისცა. პოლიციის თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე ადვოკატების გაშლილი კარვები აიღეს და სამარშუტო ტაქსით წაიღეს.
ადვოკატები კი პატრულის თანამშრომლებს ძარცვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პოლიციის მიერ მათი საკუთრების, კერძოდ კარვების მისაკუთრება კანონის უხეში დარღვევაა, რის გამოც ადვოკატები პროკურატურაში პატრულის თანამშრომლების წინააღმდეგ საჩივარს ორშაბათს შეიტანენ.
ადვოკატები მიუხედავად აღნიშნული ინციდენტისა აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავენ და ხვალიდან უკვე მოთხოვნა - საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზრდება და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.