პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრ კვასნევსკის შეფასებით, 2001 წლის შემდეგ საქართველოში პოზიტიური ცვლილებები მოხდა. ამის შესახებ კვასნევსკიმ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"2001 წელს საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის რანგში ვიმყოფებოდი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში აქ სერიოზული, პოზიტიური ძვრები მომხდარა და ეს შესამჩნევია. არის პრობლემებიც, თუმცა აქვე არის ამ პრობლემების მოგვარების პერსპექტივაც", - განაცხადა პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა.
კვასნევსკის შეფასებით, პრობლემების მოგვარებისთვის მთავარი გზა, როგორც საქართველოსთვის, ასევე ყველა სახელმწიფოსთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე, მთლიანად საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასევე რუსეთთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან და ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი თბილისში იმყოფება.