სეპარატისტულ აფხაზეთში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა პიერ მორელმა (ევროკავშირი), ანტი ტურუნენმა (გაერო) და ბულატ ნურგალიევი (ეუთო) სეპარატისტული აფხაზეთი მოინახულეს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიას შეხვდნენ და კონსულტაციები გამართეს.
აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიამ თანათავმჯდომარეებს განუცხადა, რომ აფხაზეთი მზადაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, მეთერთმეტე რაუნდში მონაწილეობა მიიღოს.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ე. წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე ვიაჩესლავ ჩირიკბა იქნება.