აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია დასავლეთ საქართველოს სტუმრობს. მან ფოთში დევნილებისთვის მშენებარე კორპუსები დაათვალიერა.
ფოთში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მრავალსართულიანი კორპუსები შენდება. იქ ის დევნილები შესახლდებიან, რომლებიც დღემდე ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობენ.
სამშენებლო სამუშაობისთვის 32 მილიონი ლარი დაიხარჯება. თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოყოფს. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2011 წელს დასრულდება და იქ 5 ათასამდე დევნილი ოჯახი შესახლდება.
გიორგი ბარამია ფოთიდან ხობში გაემგზავრა, სადაც ასევე დევნილებს შეხვდება.