სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრთან ერთად, ქსნის № 7 დაწესებულებაში იმყოფებოდა.
ნიკოლოზ რურუას ინიციატივით დაწესებულების ბიბლიოთეკას სხვადასხვა ჟანრის ათასზე მეტი ახალი, მაღალ ხარისხიანი წიგნი გადაეცა, რამაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა არსებული ბიბლიოთეკა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ხათუნა კალმახელიძემ არასრულწლოვანთა დაწესებულებას სახელმძღვანელოები გადასცა.