ბარსელონა შესაძლოა მესის და ნეიმარს შეელიოს. ამის შესახებ გამოცემა The Daily Mail იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც არგენტინელი და ბრაზილიელი ფორვარდები შესაძლოა ფინანსურად უფრო სტაბილურ გუნდებში ვიხილოთ. საუბარია მანჩესტერ იუნაიტედსა და მანჩესტერ სიტიზე, თუმცა როგორც გამოცემა იტყობინება, კლუბი ლიდერების შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძოლებს. მიმდინარე სეზონზე მესიმ ბარსას შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, ნეიმარის ანგარიშზე კი 17 შეხვედრაში 16 გოლია.