ხვალ, 13 მაისს, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე კახეთის რეგიონს ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსში" განუცხადეს, ისინი ყვარლის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონებში ჩავლენ და ამომრჩევლებს შეხვდებიან.
"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს ყოველდღიურად მართავენ. დღეს გამყრელიძე დავით უსუფაშვილსა და სოზარ სუბართან ერთად რუსთავსა და გარდაბანში იმყოფებოდა და თავისი საარჩევნო პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო.