ნატო საქართველოსთან მიმართებაში ახალ ვალდებულებებს აიღებს, - ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას, გააჩნია თუ არა საქართველოს ყველა ინსტურმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად.
“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ალიანსში გაწევრიანებისკენ, როგორც ეს აქამდე იყო. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ნატო-ს კარები კვლავ ღია რჩება. ჩვენ ეს დავადასტურეთ მონტენეგროს მიწვევით", - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან მუშაობას.
"საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს ახორციელებს. მე ვიმყოფებოდი ქვეყანაში, მონაწილეობა მივიღე მომზადებისა და შეფასების ცენტრის გახსნაში. საქართველოსთან ერთად ერთობლივად ვმუშაობთ რიგ სფეროში. გარდა ამისა, ჩვენ ვაფართოვებთ პოლიტიკურ დიალოგს. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას. ჩვენ გამოვაქვენებთ კომუნიკეს, ავიღებთ ახალ ვალდებულებებს და გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მის მისწრაფებებში", - განმარტა ნატოს გენერალურმა მდივანმა.