თურქეთი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია ქვეყნის გაზისა და ნავთობის მოთხოვნის 70 პროცენტს დაფაროს. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ-ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
"რაც შეეხება თურქეთში გაზისა და ნავთობის ექსპორტს, რუსეთს შეუძლია დაფარის თურქეთის საჭიროების 70 პროცენტი. ახლა ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა ეს რეალობაში განვახორციელოთ", - განაცხადა ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან გამართულ პრესკონფერენციაზე.