უმცროსი ზიდანი მამის კვალს დაადგა. მადრიდის რეალის ახალგაზრდული გუნდის წევრმა ატლეტიკოსთან შეხვედრისას მეტოქე გუნდის ფეხბურთელს თავი ჩაარტყა. ამის გამო რეფერიმ ლუკა ზიდანი მოედნიდან გააძევა. ანალოგიური ინციდენტი უფროსი ზიდანის მონაწილეობით ფეხბურთის გულშემატკივრებს 2006 წლის ფინალური შეხვედრიდან დაამახსოვრდა, როცა ზინედინმა იტალიის ნაკრების მცველს, მარკო მატერაცის მკერდში თავი ჩაარტყა. მსაჯმა მას მოედანი დაატოვებინა. ფინალური შეხვედრა იტალიის ნაკრებმა პენალტების სერიით მოიგო.