ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს 10.00 საათზე განახლდება. სხდომაზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. წინა პროცესზე კი პროკურორებმა მოწმის სახით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაკითხა, რომელიც ბორჩაშვილის დაკავებაში მონაწილეობდა. პროცესზე შეკითხვებს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელმაც უპასუხა. დაკითხვა მედიისთვის დახურული იყო. აიუფ ბორჩაშვილსა და კიდევ სამ ბრალდებულს პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გადაყვანაში ადანაშაულებენ.