საბაჟო გამშვები პუნქტის, „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ზოდების დეკლარირების გარეშე შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 28 ნოემბერს, მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ა.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, 3 ცალი ოქროს ზოდი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო წონამ 300 გრამი, საბაჟო ღირებულებამ კი 29 415,17 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.