თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს ლევან თუთბერიძის "მოირას” პრემიერით გაიხსნება. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ტრადიციულად, საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისორი ვერცხლის პრომეთეთი დაჯილდოვდება. ჟიურის ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსია უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისში უკვე ჩამოვიდა. მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება. კინოფესტივალს 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმი "ბედნიერების ღმერთი" დახურავს.