ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილისა და კიდევ სამი პირის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. ასევე, ბრალდების მხარე მოწმეებს წარმადგენს. შსს კონტრტერორისტულმა ცენტრმა აიუფ ბორჩაშვილი სპეცოპერაციის დროს დააკავა. გამოძიება მას სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" მხარდასაჭერად პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების გადაყვანის ორგანიზებას ედავება.