ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში მცხოვრები პედაგოგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზთან ნაცემი იპოვეს, გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის გამოწვვევას გულისხმობს.