ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, მკაცრი დაცვის ზონაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ბრაკონიერთა ჯგუფმა დაცულ ტერიტორიაზე, ორი გარეული ღორი უკანონოდ მოინადირეს. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შესაბამის ორგანოებს. მინდინარეობს გამოძიება.
ამოღებულია შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.
შეგახსნებთ, რომ ნადირობა სახლემწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარეშემო 500 მეტრიან ზონაში საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება.