ოზურგეთში, ,,ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით, 23 წლის მამაკაცი დააკავეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჯამბულ აბდულაევის ასაყვანად დაბა ნასაკირალში სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ISIS-ის დროშა, ხელმყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
აბდულაევის ,,ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს კატეგორიულად უარყოფენ მისი ოჯახის წევრები.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ბრალდებით, გუშინ კიდევ 3 პირი დააკავეს.