მომავალი წლის ივლისიდან პენსიის 20 ლარით ზრდას ,,თავისფაული დემოკრატები” ეხმაურებიან. პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არ შეიმჩნევა და აქედან გამომდინარე, ეს არის ისეთივე ტყუილი დაპირებები, როგორიც იყო აქამდე.
„ყველაფერი, რაზეც დღეს მიდის საუბარი ზოგი ითხოვს მეტს, ზოგი ითხოვს ნაკლებს, გაზრდას. ეს არის ტყუილი საუბარი, თუ არ გაიზარდა ეკონომიკა. ეკონომიკის ზრდა არ შეიმჩნევა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ეს არის ისეთივე ტყუილი დაპირებები, როგორიც იყო აქამდე, ეს იქნება მოკლე დროით, მთავარი, რასაც თავისუფალი დემოკრატები ვამბობთ, არის შემდეგი, რომ ეკონომიკის გაზრდით პენსიასაც გაზრდი, განათლებაშიც ჩადებ ფულს, ჯანდაცვაშიც ჩადებ ფულს და საჰაერო თავდაცვაშიც“, - აღნიშნა ალასანიამ.