საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები აქვს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ელისაშვილს უთვალთვალებენ.
ელისაშვილი აცხადებს, რომ უნდობლობას უცხადებს პროკურატურას და დაკითხვისას არცერთი წყაროს დასახელებას არ აპირებს. მისი განმარტებით, დარწმუნებულია, რომ პროკურატურის მხრიდან არ იქნება შესაბამისი რეაგირება და საკითხი არ იქნება გამოძიებული.
"ჩემთან დაკავშირებით სპეცსამსახურების აქტივობა დაიწყო მაშინ როცა პირველად გავაკრიტიკე პანორამა თბილისი. როგორც ჩანს ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მუშაობს. წარმოიდგინეთ ფეხით რომ კაცი დადიხარ და მანქანა რომ დაგყვება და დროდადრო ფოტოებს რომ გიღებს.
ყოველდღე ერთიდა იგივე იგივე მანქანააა სხვადასხვა ნომრებით. საქარველოში ყველაფერს ერთი კაცი აკონტროლებს და არც ეს ამბავი არ იქნებოდა ამ თვეების განმავლობაში. მე აქ მოვედი იმიტომ, რომ კანონს ვცემ პატივს,"- განაცხადა დაკითხვაზე შესვლამდე ალეკო ელისაშვილმა.