მთავარი პროკურორის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბარბარე რაფალიანცის საქმე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს.
რაფალიანცის საქმეზე შოთაძეს კითხვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პეტრე ცირკარიშვილმა მიმართა.
შოთაძის თქმით, პასუხი უნდა გაეცეს, ეს საზარალი მკვლელობა ვინ ჩაიდინა.
„მთელ ძალისხმევას მივმართავ იქითკენ, რომ ეს დანაშაული გაიხსნას. ამ საქმეში შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს, ვინმეს მიმართ ბრალის წარდგენის“, - განაცხადა შოთაძემ.