„სამარცხვინოა, რომ თქვენ პროკურორი იქნებით“, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს.
ვაშაძის გაღიზიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებულ მხარდამჭერებზე შოთაძის პასუხებმა გამოიწვია.
„სამართლის ლექციას ჩაგიტარებთ თუ გინდათ. კვალიფიკაცია გვითხარით, ლორთქფინიძე, ღვინიაშვილი, ჭიაბერაშვილის საქმეები როგორ განასხვავეთ. თქვენ რასაც საუბრობთ, ან სისხლის სამართლის უცოდინრობაა, ან ივანიშვილის ინტერესების გატარება. სამარცხვინოა, რომ თქვენ პროკურორი იქნებით“, - მიმართა ვაშაძემ შოთაძეს.