„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის შეხვედრა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
უმცირესობის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებულ აქტივისტებზე გიორგი თევდორაძემ ისაუბრა და კითხვებით შოთაძეს მიმართა.
„რა უფრო მძიმე დანაშაულია, დეპუტატ ქალის - თაქთაქიშვილის ცხვირის გატეხვა თუ დეპუტატ ლორთქფანიძისთვის პიჯაკის შემოხევა?“, - მიმართა შოთაძეს თევდორაძემ.
შოთაძემ განაცხადა, რომ რაც თაქთაქიშვილის მიმართ განხორციელდა, მას ამაზე ისეთივე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, როგორც სხვის მიმართ.
„ჩიორას ვინც შეურაცხყოფა მიაყენა, მსჯავრდებულები არიან და მათ პირობითი აქვთ. შერჩევითი სამართლის კლასიკური ნიმუში ეს არ არის, ყველას ბრალი წარდგენილი აქვს ჩადენილი ბრალდების შესაბამისად. ადამიანის დაჭერა არავის უხარია, მაგრამ სისხლის სამართლის პროცედურა არსებობს“, - განაცხადა შოთაძემ.
შოთაძემ ნაციონალებს მიმართა, რომ ის მათ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს.