საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს ტყუილების თქმაში ადანაშაულებს.
უმცირესობის სხდომაზე წიკლაური თათუხაშვილის საქმით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ამ საქმის ობიექტური გამოძიება არ მიმდინარეობს.
შოთაძის განცხადებით, თათუხაშვილის საქმეზე ჩატარებულია გამოძიება და არსებობს მტკიცებულებები.
მისი მტკიცებით, თათუხაშვილი არავის არ გაუტაცებია და არ უწამებია.
„ეს გამოძიების მიერ არის დადგენილი“, - აღნიშნა შოთაძემ, რომელსაც წიკალაურმა მოუწოდა ტყუილებს ნუ ამბობს, რადგან მისი ინფორმაციით, ეს ადამიანი ნაწამები იყო.