ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე შეიჭრა, რომელმაც მისი ოჯახის საქმით დაინტერესება მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოსთხოვა.
როგორც ჩივაძემ განაცხადა, მის ოჯახს მევახშეებმა ქონება წაართვეს და მისი ოჯახი სტატუსს ითხოვს.
ჩივაძეს „თავისუფალმა დემოკარტებმა“ სხდომაზე დასწრება და შოთაძისთვის კითხვის დასმა შესთავაზეს. ჩივაძე სხდომას ესწრება.