მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელს, თამარ ხაჭაპურიძეს ჩვილი ბავშვების საქმეზე შეხვედრას სთავაზობს.
პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შოთაძემ აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის მოადგილეებს თავისი საკურატორო სფეროები აქვთ და მის კომპეტენციაში ჩვილი ბავშვების საქმე არ შედის.
„ეს საქმე ჩემს კომპეტენციაში არ შედის, სოციალური კლიპიც ნანახი არ მაქვს, რადგან დრო არ მაქვს, მაგრამ თქვენი მანქანა ნანახი მაქვს. ეს საქმე მოვიკითხე და ვიცი, რომ თქვენთან შეხვედრები მოხდა. ასევე დავავალე, რომ ამ საქმეების გამოძიება დაჩქარდეს, მაგრამ რადგან საკურატო სფეროში არ შემოდიოდა, საქმე არ მოვიძიე. ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყო. ძალიან უკმაყოფილო ხართ, რაც თქვენს გარშემო ხდება და მზად ვარ შეგხვდეთ. გავერკვევი, რატომ ხართ უკმაყოფილო. ამ საქმის დეტალებში გავერკვევი და შეგხვდებით“, - მიმართა ხაჭაპურიძეს შოთაძემ.