საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ ავტობუსში, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 0,88 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. ნარკოტიკული ნივთიერება ეკუთვნოდა საქართველოს მოქალაქეს ო.ვ.-ს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.