ალკოჰოლური სასმელის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს 24 ნოემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“, მებაჟე ოფიცრებმა. პუნქტის კონტროლის ზონაში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულ ავტობუსში, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე გ.ჰ., ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: არაყი BELUGA FINEST – 12 ბოთლი (0,5 ლ.); არაყი BELUGA TRANSATLANTIC -12 ბოთლი (0,5 ლ.); კონიაკი HENNESSY X.O – 15 ბოთლი (0,5 ლ.); არაყი NEFT – 12 ბოთლი (0,7 ლ.) - აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს.