მთავარი პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ მოტივებთან კავშირში არ აქვს და სახეზეა, კრიმინალი.
როგორც პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომაზე შოთაძემ განაცხადა, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში ჩართულნი იყვნენ ყოფილი თანამდებობის პირები, რის გამოც ბევრი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია. მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტზე, მინისტრებსა და მერებზე.
„იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს, საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ფორმით ეჭვები გამოითქვა პროკურატურის პოლიტიკური მოტივებზე. პროკურატურის ერთ-ერთი გამოწვევაა ამ ეჭვების გაქარწყლებაა. ამ საქმეებს პოლიტიკურ დევნასთან შეხება არ აქვს და სახეზეა კრიმინალი, რომელსაც ადეკვატური პასუხის გაცემა პროკურატურის ვალდებულებაა“, - განაცხადა შოთაძემ.